28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მე ზუსტად ვიცი, რომ რაგბიში გარედან ხდება ჩარევა - გოჩა სვანიძე

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადებით,  რაგბიში გარედან ჩარევა ხდება და  ერევა ის, ვისაც შეუძლია რეესტრზე ადმინისტრაციული რესურსით მუნიციპალურ კლუბებზე.-ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"მთავარია რომ ორივეს გვინდა რაგბი სწორად განვითარდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის გამოც, ვაქტიურობ მე დამარცხებული კანდიდატი, იმიტომ რომ მე, ეს არჩევნები წავაგე, თუმცა მე ეს უკვე წინასწარ ვიცოდი, მაგრამ დღეს მე აქტიური ვარ ერთი რამის გამო, - მე ზუსტად ვიცი, რომ რაგბიში გარედან ჩარევა ხდება. ამის წინააღმდეგი კი ყველა უნდა ვიყოთ, ვფიქრობ, რომ ხურციძეც ჩვენს გვერდით უნდა იყოს და საერთო ენას მარტივად მოვძებნით. რაგბში ერევა ის, ვისაც შეუძლია რეესტრზე ზემოქმედება,შეუძლია ზემოქმედება ადმინისტრაციული რესურსით მუნიციპალურ კლუბებზე. მე არ ვიცი ეს სისტემური ჩარევაა, თუ ცალკეული პირების, მაგრამ ფაქტია, რომ ჩარევა არის. რატომღაც განხილვის წინა დღეს, რეესტრი დებს დამატებით  განმარტებას და იქვე უთითებს არასწორ ფაქტებს, ეს რას ნიშნავს, მხარეა რეესტრი თუ არბიტრია," - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

კავშირის თავმჯდომარის უკვე ჩატარებული არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე არ დაარეგისტრირა, მიზეზად კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები დაასახელა. ირაკლი აბუსერიძეს ვადა 21-თ თებერვლამდე აქვს, მან საპასუხოდ საჩივარი შეიდანა საჯარო რეესტრში. ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა რაგბის კავშირმა ხელახალი არჩევნები დანიშნა - თარიღი 24 თებერვალია. პარალალურად, რაგბის კავშირის მიერ შესაძლო არამიზნობრივად დახარჯულ ბიუჯეტს სწავლობს პროკურატურა, დღეს გოჩა სვანაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

დღის ამბები