28 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ვაქცინაციას - მინისტრის თქმით, მალე ტელეეკრანებზე საინფორმაციო ვიდეორგოლები გამოჩნდება

"დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ძალიან მალე ტელეეკრანებზე გამოჩნდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მარტივად გაარჩევს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვაქცინაციის პროცესს.

"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, ჩვენს სპეციალისტებთან მოქალაქეებს ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და სწორედ ეს იქნება ძირითადი ბერკეტი იმისთვის, რომ მოქალაქეებს გავაცნოთ ვაქცინაციის დადებითი მხარეები. 

არსებობს არაერთი საინფორმაციო ვიდეორგოლი, საგანმანათლებლო, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო. ისინი გაიგებენ, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ვაქცინაციას. 

ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეებზე გავლენა, რომლებიც დღესდღეობით ვაქცინაციის წინააღმდეგები არიან. 

ასევე, ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოქალაქეების და ექიმების კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი სანდოობის კუთხით,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები