28 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ მოხმარება-მიწოდება შემცირდეს - დიმიტრი ხუნდაძე

8 ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის სწორი მიდგომა, ვინაიდან ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ მოხმარება-მიწოდება იყოს შემცირებული.

"განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა ყველაზე ხშირად მოხმარებადი 8 ნარკოტიკული საშუალების მინიმალური დოზების დადგენას. ვფიქრობ, რომ კრიტერიუმად აღებული ის მინიმალური დოზა, რომელიც ერთი მომხმარებლისთვის არის საკმარისი, მინიმალურ დოზად განისაზღვრა, ეს არის სწორი მიდგომა. ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ მოხმარება-მიწოდება იყოს შემცირებული. საჭიროა, რომ არ იყოს იმგვარი ჩანაწერი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას წაახალისებს" - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ საუბარი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეც იყო, თუმცა ვინაიდან მათ შემთხვევაში ანალიზი ჯერ არ ჩატარებულა, საჭირო გახდა მათზე თავის შეკავება. 

"ყველა მიესალმება, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ იყო საუბარი სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, იგივე მიდგომის გავრცელებაზე, მაგრამ მათ შემთხვევაში ვიდრე არ იქნება გაკეთებული ანალიზი, მანამდე თავის შეკავება მოხდა," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტი 8 ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვას აგრძელებს. მას დეპუტატებმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს.

ახალი ინიციატივით გათვალისწინებულია, რომ განისაზღვროს ნივთიერებების ის მცირე ოდენობა, რომლის მომხმარების შემთხვევაშიც პირს, პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში იგივე სამართალდარღვევა განმეორდა, მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით მიენიჭება კვალიფიკაცია.

დღის ამბები