28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია პარლამენტში - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მმართველი გუნდისთვის არის ალიბი იმისთვის, რათა პარლამენტმა ლეგიტიმაცია მიიღოს.

როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, ოპოზიცია პარლამენტში მაშინ შევა, როცა შეთანხმება მოხდება ხელისუფლებასთან.

"სირცხვილია, როდესაც "ქართული ოცნება" საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე. ის "ქართული ოცნება", რომელიც პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შექმნილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა ძალიან კარგად ვიცით.

ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის ალიბი იმისთვის, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორმე როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით. ამათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია პარლამენტში. ეს ამბავი არ გამოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, ოღონდ მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები