28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მაქსიმუმ 20-დღიანი, მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში მუშაობისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.

"დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კონკრეტული კომისია და კეთილი ინებონ, მოვიდნენ, მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, თავადვე გამოიძიონ.

მაქსიმუმ 20-დღიანი, მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კომისიაში მუშაობისთვის მაინც, რასაც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას, თუ ოდნავ მაინც ჯერათ, შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ, ეს მოცემულობაა და როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან რევოლუცია გამორიცხულია.

"ვისაც აქვს ნება-სურვილი, რომ ამ პრინციპით ეს შეთავაზება გამოიყენოს, მზად ვართ, მივიღოთ და მათ შორის, ვეპატიჟებით ოპოზიციასაც.

რევოლუცია გამორიცხულია, ამისი არც საფუძველი არსებობს ქვეყანაში და არც არავინ მხარს არ დაუჭერს," -აღნიშნა ზარქუამ.

დღის ამბები