28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
37 წლის კაცი გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა უკვე მეორედ გაიტაცეს - მომხდარის ახალი დეტალები

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი გაიტაცეს. 37 წლის რამაზ ბეღელური ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, როდესაც ის ე. წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით წაიყვანეს. ფაქტს ადასტურებს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური.

როგორც ცნობილია, რამაზ ბეღელური ოკუპანტებმა უკვე მეორედ გაიტაცეს, პირველად კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 

დღის ამბები