28 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ამათ აქვთ ასეთი პოლიტიკა თუ სტრატეგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჰყავდეთ მძევლად - გია ვოლსკი ოპოზიციის მანდატებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და საქართველოში იმის პრეცენდენტის დაშვება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც საბოტაჟს გამოაცხადებს, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას შეკრებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოისურვებს, არ არის მართებული.

"ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივი საფუძველი არის საგამოძიებო კომისია.

"ამათ აქვთ ასეთი პოლიტიკა თუ სტრატეგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჰყავდეთ მძევლად და მერე თქვან, რომ აი, ჩვენ შეგვიწყვიტეს მანდატები, თორემ ისე საინტერესოა ხომ იცით, თქვენი მოსაზრებები, რომ პარლამენტში შევსულიყავით, მაგრამ ასე შეწყდა.

მე, მაგალითად, რომ მინდოდეს ხელახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რის საფუძველზე გავაკეთო ეს? თარხნიშვილის განცხადების საფუძველზე გავაკეთო, თუ გოგორიშვილის, თუ გუბაზ სანიკიძის? ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს - ეს არის საქართველოს ისტორიაში პრეცედენტის დაშვება, როცა ნებისმიერ შემთხვევაში, საბოტაჟს, ვისაც უნდა გამოაცხადებს, შეკრიბს ხალხის გარკვეულ რაოდენობას და იტყვის, ჩატარდეს ახალი არჩევნები. მე ეს არ მაწყობს.

ამ დროს, არის მეორე დიდი მასა ხალხის, რომელიც გეტყვის, რომ რატომ აკეთებ ამას და ჩემი შვილები დესტაბილიზაციის ვითარებაში რატომ შეგყავს?!

გარდა ამისა, არის ჩვენი პასუხისმგებლობები, იგივე მოკავშირე ქვეყნებთან, ევროკავშირი თუ აშშ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძველი არის ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომისია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები