28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
გააგრძელონ მოლაპარაკება, მიაღწიონ უკეთეს მემორანდუმს და მერე მელაპარაკონ, ვის რა შემოაჩეჩეს - ლევან იოსელიანი "სტრატეგია აღმაშენებელს" პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ "ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის დადებული მემორანდუმის პუნქტობრივ შედარებით ანალიზს გამოქვეყნებას "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი "დღის კურიერში" სტუმრობისას პასუხობს.

"ამბობენ, რომ არანაირი პრინციპული სხვაობა არ არის. შეიძლება დეტალებში იყოს სხვაობა. მე მიდევს დოკუმენტი, რომელიც ელჩებთან ერთად იქნა შედგენილი, სპეციალურად შევადარე, გარწმუნებთ, რომ შეუძლებელია ამ ორ დოკუმენტს შორის რამე ფუნდამენტური სხვაობის გამოძებნა. მაგრამ თუ ისინი შეძლებენ რომ ეს დოკუმენტი გააუმჯობესონ, ახალი პუნქტები ჩაამატონ, უკეთეს შეთანხმებას მიაღწიონ, მხოლოდ მივესალმები.

უბრალოდ, ყველას მოვუწოდებ, რომ რაღაცა გაბაიბურებას იმის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას არავის ასე არ შევარჩენთ და ყველას პასუხს გავცემთ. ერთი ტექსტიც მიდევს და მეორეც," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აქვე ის განმარტავს, რომ ის არ გასცნობია საკითხთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ წარმოდგენილ 7 პუნქტს და მოგვიანებით შეაფასებს.

გარდა ამისა, იოსელიანი კოლეგებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებები გააგრძელონ და თავადაც მიაღწიონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას.

"ეყოთ გამბედაობა, პოლიტიკაში რახან უნდათ ყოფნა და გააგრძელონ მოლაპარაკება, ნუ არიან ამოფარებულები ვიღაც-ვიღაცეებს. მიაღწიონ უკეთესს შედეგს, უკეთეს მემორანდუმს და მერე მელაპარაკონ, ვის რა შემოაჩეჩეს," - განაცხადა იოსელიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეისწავლა, რაზე საუბრობდა ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რა შეთანხმდა მმართველის გუნდი ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებთან, მათ შესაბამისი დოკუმენტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს.

დღის ამბები