28 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ორი გზა არსებობს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რევოლუცია - დავით ნებიერიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" ხელმძღვანელის დავით ნებიერიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები მიმართულია, როგორც ოპოზიციისკენ, ასევე ხელისუფლებისკენ, რადგან მათ კარგად ესმით, რომ სადაც პრობლემები მოლაპარაკებით არ წყდება, იქ სხვა პროცესები იწყება.

"შევეცდები პოლიტიკური მეცნიერების კუთხით გითხრათ, როდესაც იქმნება ამ მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი, არის მხოლოდ 2 გზა მისი გადაჭრის, ერთი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს არის სუფთად, მშვიდობიანი პოლიტიკური გზა და მეორე არის რევოლუცია. რაც შეეხება რევოლუციას, თითოეულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ქვეყანაში არაა შექმნილი ობიექტურად აუცილებელი პირობები რევოლუციისთვის, ეს ვერ მოხდება, მაგრამ თუ ეს პირობები შექმნილია, ის აუცილებლად მოხდება, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას და რა პოზიცია აქვს ოპოზიციას. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენც და ოპოზიციაც დაინტერესებული ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, მიუხედავად მძიმე მოცემულობისა, რომ ეს ხელისუფლება აღიარებულია, როგორც თაღლითი და გადამგდები, დაინტერსებული ვართ, რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული. თუ არ იქნა მიღწეული, რევოლუცია გარდაუვალი გახდება. ნუ გგონიათ, რომ ეს 1917 წლის სისხლიანი რევოლუცია იქნება ტყვიამფრქვევებით, უბრალოდ ხალხი გამოვა ქუჩაში და დაგასრულებთ. ნუ გგონიათ, რომ დღეს იქ რომ არაა ხალხის დიდი მასა, ხვალაც არ იქნება, იქნება აუცილებლად," - განაცხადა დავით ნებიერიძემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები