კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინამ Sputnik V დაავადების წინააღმდეგ, დაახლოებით, 92%-იანი დაცვა აჩვენა - BBC-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.
ამას გარდა, რუსული ვაქცინა უსაფრთხოდაც მიიჩნიეს. იმის მიუხედავად, რომ "სპუტნიკ V-ის" გარშემო, მისი გამოჩენისთანავე, შეფასებები განსხვავებული იყო, მეცნიერები ამბობენ, რომ მისი ეფექტიანობის დემონსტრირება უკვე მოხდა.
როგორც BBC წერს, "სპუტნიკ V" ადგილს დადასტურებული ვაქცინების - "ფაიზერის", "ასტრა ზენეკასა" და "მოდერნას" გვერდით იკავებს.