28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მესამე ტალღის საფრთხე - სპეციალისტები ვირუსის მორიგი შემოტევის რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებენ

გაეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოების შესახებ აფრთხილებს. გიორგი ფხაკაძე ვირუსის მორიგი შემოტევის რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებს. პირველ რიგში, საუბრობს საზოგადოების დაღლილობასა და მოშვებაზე, რეგულაციების შემსუბუქების დროს პრევენციული ზომების დავიწყებაზე, რეინფიცირების შემთხვევებსა და კორონავირუსის ახალი ფორმების მოსალოდნელი გავრცელების მასშტაბებზე.

სპეციალისტების პროგნოზით, მესამე ტალღის დაწყება გარდაუვალი იქნება, თუ საზოგადოების 60-70% -ს ბუნებრივი იმუნიტეტი არ ექნება ან ვაქცინირებული არ იქნება. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის 1% -ის გადაჭარბება ნიშნავს, რომ ინფექციის საზოგადოებაში გავრცელება იწყება.

ყველაზე მთავარი იარაღი პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად კოვიდვაქცინაა. ვაქცინის პირველი 30 000 დოზა ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა, სპეციალისტები პარალელურად კორონავირუსის გავრცელების დინამიკას აქტიურად აკვირდებიან. ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 4,8 %-ია. ამაზეა დამოკიდებული, დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ კიდევ დამატებით მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.

დღის ამბები