28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
საქართველოს სახალხო არტისტს თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ​

გუშინ 75 წლის ასაკში თემურ წიკლაური გარდაიცვალა. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ "ივერიას" სოლისტი გახდა. მისი რეპერტუარი ქართველ გიორგი ცაბაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ვაჟა აზარაშვილისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოიცავდა.

თემურ წიკლაური მონაწილეობდა მიუზიკლებში და ასევე, გადაღებულია რამდენიმე ქართულ ფილმშიც.

საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის - თემურ წიკლაურის პანაშვიდი ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება, მას ხუთშაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალავენ.

დღის ამბები