28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ისევ ახალი არჩევნები და ორი გამგეობა - ბრძოლა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო სკამისთვის ახალ ფაზაში გადადის

ორად გაყოფილი ქართული რაგბი, ორი გამგეობით, რომელსაც შესაძლოა უკვე 2 პრეზიდენტი ჰყავდეს -კავშირში, სადაც პრეზიდენტი 1 თვის წინ აირჩიეს, ახალი არჩევნები დაინიშნა. 

რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამგეობის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი და კონკრეტული თარიღია მითითებული. რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, ახალი არჩევნები 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც კლუბების უმრავლესობა უჭერს მხარს, გამგეობის მოულოდნელ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და არალეგიტიმურს უწოდებს. მისი გუნდი კი, უკვე ზეგ, საპროტესტო აქციას გეგმავს.

აბუსერიძის გუნდის წევრთა ბრალდებებს სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

30 დეკემბერს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ირაკლი აბუსერიძის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა, დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლად აბუსერიძეს და მის გუნდს 30 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 5 თებერვალს იწურება. ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, აბუსერიძე დარჩება პრეზიდენტის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე აცხადებს, ახალი არჩევნები გარდაუვალია.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები