28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც არ შევა პარლამენტში

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემთხვევაშიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"მოლაპარაკების ფორმატს გარეთ, ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა, ზოგი ფიქრობს, რომ თუ გამოცხადდა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, შევა პარლამენტში, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ არც მაშინ შევა და დაელოდება ახალი პარლამენტის შემადგენლობას.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, რომც გამოცხადდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ იქ არ შევალთ," - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები