28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა და კარანტინია დაწესებული

ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა და კარანტინია დაწესებული. ადგილობრივების თქმით, დაავადება ცოფიანი ტურის ნაკბენით გავრცელდა, რომელმაც რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი იმსხვერპლა. სოფელში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

სოფლის მცხოვრებლებს შინაური ცხოველები დროებით სადგომში ჰყავთ გამოკეტილი იმის შიშით, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ არ განმეორდეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნატო ქარდავას თქმით, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული ინფიცირების პირველწყარო და პრევენციის მიზნით ახლომდებარე სოფლებში - ლეღვაში, ქაქუთსა და ცეცხლაურში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია დაავადებული და საეჭვო ცხოველების დაუყოვნებლივ იზოლირება და ლიკვიდაცია.

დღის ამბები