28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
გიორგი რურუას შეწყალება პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა შეთანხმებისთვის დამატებით სივრცეს შექმნის - სალომე სამადაშვილი

თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს, გააადვილებს თუ არა ეს მოლაპარაკების პროცესს?! - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე ზურაბიშვილი "დღის კურიერში" სტურობისას აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაჭრა, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სივრცეს გააფართოებს.

სალომე სამადაშვილის თქმით, გიორგი რურუას შეწყალება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ვერ მოაგვარებს, თუმცა შეთანხმებისთვის დამატებით სივრცეს შექმნის.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ შეთანხმების გზაზე, სივრცეს შეთანხმებისთვის გააფართოვებს. 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, გიორგი რურუას საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. ამ საკითხის გადაჭრა, მე ვერ ვიტყვი, რომ  მოაგვარებს პრობლემას, მაგრამ დამატებით სივრცეს, ცხადია, რომ შექმნის. ასეთ ვიწრო დერეფანში როდესაც გადიხარ, როგორშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამ ვიწრო დერეფანში ნებისმიერი გაფართოების  შანსი, იმისთვის, რომ ჩვენ სინათლისკენ დავიწყოთ მოძრაობა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პროცესში და სწორედ ამიტომ, მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილება მე არ მიტოვებს განცდას, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად აირიდოს იმაზე, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა შედგა ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები