28 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანი, არ შემოვიდნენ პარლამენტში - ზურაბ ჯაფარიძემ ეს ყველაფერი დაადასტურა - მამუკა მდინარაძე

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები, რომ მოლაპარაკების მიუხედავად, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პარლამენტში შესვლას არ გეგმავდა, დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც პროცესების რადიკალიზება სურთ, რაც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

"არ ვიცი - წამოცდა, არ ვიცი, რა მოუვიდა, მაგრამ გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა. ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობთ. მათი ბოიკოტი დაიწყო თუ არა და ცრუ ნარატივი - არჩევნების გაყალბების შესახებ გაისმა თუ არა, იმის შემდეგ ვამბობთ, რომ მათი, რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანი არის, არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ შეთანხმდეს არანაირი წესი, არანაირ რაუნდზე, არანაირი შეთანხმება არ იქნას მიღწეული და ზურაბ ჯაფარიძემ ეს ყველაფერი საკუთარი პირით დაადასტურა," - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მიუხედავად, რამდენიმე ოპოზიური ლიდერი არ გეგმავდა პარლამენტში შესვლას. 

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა კონკრეტულად პოლიტიკოსები არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ასეთი "რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო".

დღის ამბები