28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
"ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი" - ჩხოროწყუში გამოკითხვები გრძელდება

გამოკითხვები გრძელდება ჩხოროწყუში, სადაც არკვევენ, ვინ აიძულა სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშოების დასუფთავება.

ჩხოროწყუს მერია სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც სოციალურ ქსელში ბავშვების შრომის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

"ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი. ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი და მორჩა საუბარი. ტუალეტი არ იყო, იყო ფოიე ტუალეტის, სადაც არის მხოლოდ ნიჟარა. დაასხეს სითხე და ამაზე თამაშოდნენ. ფაქტობრივად, შემდეგ მე გავწმინდე, გასაწმენდიც არაფერი იყო, გაბრიალებული იყო ყველაფერი. ჩავჯდები როცა მომიწვეს, ისევ ამას გავაკეთებდი მეთქი, მაგრამ შევათანხმებდი. ნუ გაიხარებთ, გიჟად შერაცხვა ჩემთვის ახალი არ არის,"- აცხადებს ჩხოროწყუს მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ეთერ ჯაფარიძე.

დღის ამბები