28 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მმართველი გუნდისთვის არჩვენების შედეგის ლეგიტიმურობის საკითხი დახურულია - რატომ არ ასაჯაროებს ISFED მონაცემებს, რომლებითაც ოქმების 8 %-იან დისბალანსზე საუბრობს

კენჭისყრიდან 3 თვის შემდეგ, "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა დახურულია, ყველა შესაძლო ეჭვი კი გამორიცხული.

მმართველი პარტია "სამართლიანი არჩევნების" დასკვნას იშველიებს და მასზე დაყრდნობითვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების არცერთი სამართლებრივი მტკიცებულება არ არსებობს.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს პრეტენზია აქვთ ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმთან დაკავშირებით. ამ საკითხის დასახურად, უმრავლესობა ISFED​-გან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის 2 ძირითადი მიგნებიდან, ორივე მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, მზად არიან მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე.

არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 11 დეკემბერს, "სამართლიანმა არჩევნებმა" აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი, ვინაიდან მათ ხმების საერთო რაოდენობაზე მითვლილი ჰქონდათ ბათილი ბიულეტენები და დაადასტურეს, რომ ამ მონაცემების შესწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები ცესკო-ს შედეგებს დაემთხვა.

დღის ამბები