28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
პრემიერი დღეს იმერეთში იმყოფებოდა - გიორგი გახარიამ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმერეთში მთავრობის წევრებთან ერთად ჩავიდა. გიორგი გახარია სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს და რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერი განათლების მინისტრთან ერთად ზედა საქარას ახლადაშენებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა წყალტუბოში, სასტუმრო "პრომეთეს ბაღების“ სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. მშენებლობის პროცესი ინტენსიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 300 000 ლარია.

წყალტუბოს დატოვების შემდეგ, მთავრობის მეთაური, პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

იმერეთის დატოვებამდე გიორგი გახარიამ რეგიონში ვიზიტი შეაჯამა და ისაუბრა როგორც რეგულაციის პირობებში სასწავლო წლის დაწყებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ტურისტული მიმართულებით.

საქართველოს პრემიერი მომდევნო დღეებში, იმერეთის მსგავსად, სხვა რეგიონებში სტუმრობას გეგმავს.

დღის ამბები