28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"ფაიზერის" ვაქცინის შენახვის კრიტერიუმების მიხედვით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 10 კლინიკაა შერჩეული - ვაქცინას საქართველო თებერვალში მიიღებს

საქართველო პირველი 18 ქვეყნის სიაშია, რომელიც თებერვლიდან "ფაიზერის" ტიპის ვაქცინას მიიღებს. მთავარი მიზანია პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზირებული იყოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეების ჯანმრთელობასა და რისკების დაზღვევაზე საუბრობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის გეგმა თითქმის მზად აქვს. დოკუმენტის მიხედვით, კლინიკები სპეციალური კრიტერიუმებით არის შერჩეული. პირველ რიგში უნდა ქონდეს გადაუდებელ დახმარების განხორციელების ნებართვა, მათ შორის, იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ გამოცდილება.

ამ მოთხოვნების საფუძველზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შერჩეულია 10 სამედიცინო დაწესებულება.

კოვაქს პლატფორმის მეშვეობით საქართვლოში შემოსული ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე განთავსდება, როგორც თბილისში ასევე ბათუმსა და ქუთაისში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეროგატივაა ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენების შესწავლაც.

დღის ამბები