28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
დადებითობის მაჩვენებელი და ქვეყნის სრულად გახსნის მთავარი წინაპირობა - დღეიდან რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო

საქართველომ პანდემიის პირობებში ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლეს სავაჭრო ობიექტებმა. მომხმარებელთა ნაკადს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია გააკონტროლებს.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე, შსს-ს მომსახურების სააგენტომ, შეჩერებული სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო.

სამთავრობო გუნდი კი, რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზე მუშაობას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის სრულად გახსნის მთავარი წინაპირობაა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 9 056 ტესტიდან დადებითი  მხოლოდ 240 აღმოჩნდა. 

დღის ამბები