28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
კანონმდებლობა არის მაქსიმალური გადაზღვევა, არა მხოლოდ პაციენტის, არამედ ექიმის - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა  საკანონმდებლო ცვლილებაზე და განმარტა, რა შემთხვევაში იღებს სახელმწიფო ვალდებულებას პაციენტზე და რა შემთხვევაში სახელმწიფო.

"პირველ ეტაპზე, 30 000 ერთეული ვაქცინა შემოვა, მას სჭირდება -70 და უფრო ნაკლები ტემპერატურული რეჟიმი და ამისთვის, ჩვენ მზად ვართ. არის თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ასეთი სამაცივრე მოწყობილებები. სხვა ვაქცინებისთვის პირობები კი რეგიონების დონეზეც გვაქვს. 

ის, რომ ყველა მედიკამენტს აქვს მოხმარების და შენახვის წესი, ეს ყველამ იცის. ექიმმა სწორად უნდა გამოიკვლიოს ანამნეზი და სწორად შეარჩიოს ვაქცინაციის დრო და მაგალითად, არ უნდა მოხდეს ინფიცირება იმ ადგილის, სადაც ვაქცინა შედის, ასევე კლნიკამ უნდა დაიცვას ვაქცინის შენახვის წესი/ სწორედ ამ საკითხში აქვს კლინიკას და მედპერსონალს პასუხისმგებლობა.

თუკი გვერდითი მოვლენა იქნა გამოხატული და პაციენტს სჭირდება მკურნალობა, ან რეაბილიტაცია, ასეთ დროს სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ჩაერთოს მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში, მათ შორის, დაფინანსების ნაწილშიც.

თუ შრომის უუნარობის მომენტი დადგა, რაც იშვიათი შემთხვევაა, მაშინ, რა თქმა უნდა, კომპენსაციის ნაწილშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას. ამან შიში არ უნდა გამოიწვიოს, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს გვერდითი მოვლენები.

ეს კანონმდებლობა რაც ჩვენ მივიღეთ, არის მაქსიმალური გადაზღვევა, არა მხოლოდ პაციენტის, არამედ ექიმისაც, რომ მას არ მოსთხოვონ იმაზე მეტი, ვიდრე მასზე მეტი პასუხისმგებლობის არეალია.

მე, სიამოვნებით გავიკეთებ ვაქცინას პირდაპირ ეთერში, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად. თუნდაც პირველი ვიყო, ეს სანდოობას გაზრდის,"-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები