28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
კოვიდგადატანილმა პაციენტმა 3 თვე არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს კანონი, რომელის მიხედვითაც, კოვიდგადატანილმა პაციენტებმა გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ვინაიდან ისინი ამ პერიოდში ისედაც დაცულები არიან. 

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსი თვენახევრის წინ გადაიტანა, შესაბამისად, როგორც ის აცხადებს, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ, ვაქცინაციას აუცილებლად ჩაიტარებს. 

"მე, რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ, თუმცა ერთი შეზღუდვა მაქვს. არის კანონი, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ვინაიდან ისინი 3 თვე ისედაც დაცულები არიან. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ კი, მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორე მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები