28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა.

დაჭრილ მებრძოლთა დღე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა.

"ამ დღის დაწესებით ჩვენ ვამკვიდრებთ ტრადიციას, რომ შევაჯამოთ თუ რას მივაღწიეთ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის. ჩვენს გმირებზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

"ჩემთვის ნამდვილად პატივია აქ ყოფნა და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებული მსხვერპლის აღიარება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვემსახურებიან. ახალი ცენტრი საქართველოში ჩემს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გახსნილი.

შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ საქართველომ პრიორიტეტად მიიჩნია დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის მსოფლიო დონის ცენტრის შექმნა. ყველა ქვეყანა ამას არ აკეთებს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ამაყია, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროს წინსვლის საქმეში საქართველოს პარტნიორია. ეს ასევე ნათლად გვიჩვენებს ძლიერ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს კონკრეტული აღიარებაა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია როდესაც ვთანამშრომლობთ და ერთმანეთის მიმართ ვალდებულება გვაკისრია. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ყველა სამხედრო მოსამსახურის მიმართ სიტყვებით და აღიარებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მათ ოჯახებსა და საჭიროებებს. ისინი ამას იმსახურებენ,"- აღნიშნა კელი დეგნანმა

 

 





 

 

დღის ამბები