28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

მათი მთავარი მოთხოვნა გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნება და საქმის ხელახლა გამოძიებაა.

როგორც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მათ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

"აღნიშნული დადგენილებები არის უკანონო, თუ გავითვალისწინებთ, რომ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს იმაზე, რომ თითქოს მედიკამენტი დნმ-ის ექსპერტიზით აღმოჩნდა - არ არსებობს საქმეში და ეს სიცრუეა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო საჩივარს არ დააკმაყოფილებს,  სტრასბურგში გასაჩივრდება ეს საქმე," - აცხადებს ბაჩალიაშვილების ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები