28 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
გამოძიებას ექნება უმკაცრესი რეაგირება - ჩხოროწყუს მერიის სკანდალს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

ჩხოროწყუს მერიის სკანდალი - პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ბავშვების იძულების ფაქტს შესაბამისი და მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

გიორგი გახარიას განცხადებით, ფაქტი აღმაშფოთებელია და დარწმუნებულია, რომ გამოძიებას უმკაცრესი რეაგირება ექნება.

"შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები ხვალ იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ, როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ეს აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა. ამაზე გამოძიებას ექნება უმკაცრესი რეაგირება, დარწმუნებული ვარ,"-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები