28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
არჩეული პარლამენტის წევრები გარბიან ისე, რომ დაფარონ საკუთარი პოზიცია შექმნილ მდგომარეობაზე - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოტივი, რატომ ითხოვენ ასე დაჟინებით ოპოზიციონერი დეპუტატები სპარლამენტო მანდატების ჩახსნას

მისივე თქმით, "გირჩი" უახლოეს დღეებში კიდევ ერთ ინიციატივას წარადგენს.

"მე არ მესმოდა, როდესაც ჩემმა კოლეგებმა განცხადებები დაწერეს მოლაპარაკების მსვლელობის პროცესში, ისიც არ მესმის, რატომ ითხოვენ ასე აქტიურად, რომ დროზე ჩაგვიხსენით მანდატებიო. მე შეიძლება ვარაუდები მქონდეს, მაგრამ მათ დღეს თქვენთან არ ვიტყვი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვარაუდები, ცოტა ხანში, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა.

წარმოიდგინეთ 60 დეპუტატი, რომელიც აირჩია საზოგადოებამ, რომ გამოდიოდეს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდეს და ასაბუთებდეს, ჩვენთვის ხომ გასაგები იქნებოდა არა უბრალოდ პარტიული მოტივაცია, არამედ ვინ ავირჩიეთ საქართველოს პარლამენტში, ვინ არიან ეს ადამიანები და რა პოზიციას იკავებენ ისინი ქვეყნისთვის კრიზისულ მდგომარეობაში. ქვეყნისთვის კრიზისული მდგომარეობა არის დღეს, ქვეყნაში არჩეული პარლამენტის წევრები გარბიან ისე, რომ დაფარონ საკუთარი პოზიცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ ხომ საჯაროდ ვსაუბრობთ. როდესაც ვთქვით, რომ მიხეილ სააკაშვილთან გვინდოდა საუბარი და "ქართულ ოცნებასთანაც", "ქართული ოცნება" გამოგვეხმაურა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" 1 წელია ინტენსიურად ვსაუბრობთ, თუ ვინმესთან კომუნიკაციის პრობლემა არ არის, არის "ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ, ჯერჯერობით, მათგან შემოთავაზება არ მიგვიღია.

ამ დღეებში კიდე გვექნება ახალი ინიციატივები, რომელზეც წინასწარ არ ვიტყვი და გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც ვართ,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები