28 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ოპოზიცია ცდილობს რომანტიული შეფუთვით შემოგვაპაროს სიტყვები - რევოლუცია, აჯანყება... - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2 თებერვალი ოპოზიციისთვის არის გზაგასაყარი, მათ ხვალ უნდა გადაწყვიტონ, ან დაუბრუნდნენ დემოკრატიულ კალაპოტს, ან დარჩნენ ანტიდემოკრატიულ კალაპოტში.

მისივე თქმით, ოპოზიციას რევოლუცია და აჯანყება სურს და არა პოლიტიკურ პროცესებში  ჩართვა. 

"ხვალ, 2 თებერვალს, არის გარკვეული გზაგასაყარი, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის, რადგან ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებაში. საქმე იმაშია, ჩვენი ოპონენტები ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ხვალ ნამდვილად არის ოპოზიციისთვის გზაგასაყარი. კერძოდ, ისინი დაუბრუნდებიან თუ არა ხვალ დემოკრატიულ კალაპოტს, თუ დარჩებიან იმ ანტიდემოკრატიულ და ძალადობისკენ მიმავალ კალაპოტში. ისინი ცდილობენ რომანტიული შეფუთვით შემოგვაპარონ სიტყვები - რევოლუცია, აჯანყება და ა.შ. ეს ხომ არაფერია სხვა, თუ არა ძალადობრივი სცენარისთვის მზადება. ჩვენს ოპონენტებს არ სურთ, რომ იყოს პარლამენტარიზმი და არ სურთ იყვნენ პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათი სურვილია მხოლოდ ძალაუფლება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათ 31 ოქტომბრის არჩევნებისგან არ სურდათ გაეგოთ, ამა თუ იმ პარტიას რამდენი პოლიტიკური წონა აქვს, გამოჩნდა, რომ მათ მხოლოდ ძალაუფლება სურდათ," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები