28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა, უკვე შევიდა - თინა ბოკუჩავა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიების სადებუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს, რომელიც ხვალ პარლამენტის სდომაზე უნდა გნიხილონ, ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან შანტაჟს უწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული.

"პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა და ამით ვერ შეცვალა ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა, იმიტომ, რომ ისინი თავად "ქართულ ოცნებაში" შევიდნენ პოლიტიკური შეთანხმების არასრსებობის პირობებში, მათი ამ გადაწყვეტილებით. სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული. 

მათ ნაცვლად, ამ შანტაჟს თავს დავანებებდი და ამით განვაცხადებდი ღიად, რომ არ ვაკმაყოფილებ და მოლაპარაკებისთვის კარს ვტოვებ ღიას, ან თუ მართლაც აპირებენ დაკმაყოფილებას, დროულად დავაკმაყოფილებდი. მუდმივი სპეკულირება, შანტაჟი, ვაჭრობა, ძალიან სამარცხვინოა მათი მხრიდან და ხაზს ვუსვამ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერნი არიან თუნდაც მოლაპარაკების პროცესში და ყოველგვარი მორალისგან და პრინციპულობისგან დაცლილია მათი პოლიტიკა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები