26 მარტი 2025,   15:35
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ფასანაური, ჯიჯონი, ზემო ამირნი, ამირთა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, 13:00-დან 19:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი, დავათი.

12:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, კოტორაანთკარი, წილკანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

დღის ამბები