26 მარტი 2025,   15:04
ვრცლად
თეთრი სახლი - აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე

აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე - თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პრევენციაზე.

აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ტყვეების გაცვლაში, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში," - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშავონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის შესახებ.

"შეერთებული შტატები და უკრაინა გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები