
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საკითხები, რომელიც წლის დასაწყისში ბიზნესასოციაციის მხრიდან გამოითქვა და რომელთა ნაწილი კომიტეტის მიმდინარე წლის გეგმაშია გათვალისწინებული.