
გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა! - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
"ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი „თბილისი არენაზე” გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დავესწარი.
მატჩის შემდეგ შევხვდით სპორტსმენებს, მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ მომავალ შეხვედრებში.
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას,"-წერს საქართველოს რპეზიდენტი.