
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში ვაშინგტონს ფრთხილი ოპტიმიზმი გაუჩნდა.
"ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში უოლცმა თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში საკუთარი მოთხოვნები ექნებათ და ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა.
"საუდის არაბეთში, ჩვენ უკრაინელებისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა დავინახეთ - იმისგან განსხვავებული, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ, ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას იყო. ისინი გულწრფელად გახსნილნი იყვნენ, ჩვენ ნაყოფიერი საუბრები გვქონდა. ერთ აღსანიშნავ მომენტში რუკაც კი გავშალეთ და ხაზვა დავიწყეთ, თუ როგორ დავასრულებთ ამ ომს. შედეგად, თქვენც ნახეთ, რომ უკრაინელებმა მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის პირობა. ყველა მხარემ ეს გზა უნდა აირჩიოს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, მკვლელობები უნდა შევაჩეროთ და ვისაუბროთ ომის სამუდამო დასრულებაზე, ევროპის ხელმძღვანელობით განმტკიცებულ უსაფრთხოების ჩარჩოში, მყარი მშვიდობისთვის. ბუნებრივია, ორივე მხარეს თავისი მოთხოვნები ექნება, და ორივეს გარკვეული დათმობა მოუწევს. ამისთვის მიმდინარეობს ორივე მიმართულებით მფრინავი შატლის დიპლომატია", - განაცხადა ვოლცმა.