
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ევროკავშირის დროშა საბჭოთა კავშირის სიმბოლიკასთან, ნამგალსა და უროსთან ერთად არის გამოსახული.
მასკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, ნამგალთან და უროსთან ერთად, დატანილია შემდეგი წარწერა: "წარმოიდგინეთ, იმდენად გიყვართ, როცა გმართავენ, რომ გსურთ მთავრობა თქვენი მთავრობისთვის".