14 მარტი 2025,   20:41
ვრცლად
17 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, 17 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის 3 ზრდასრული, ერთი მოზარდი და ერთი ჩვილია. ავარია ხუთშაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე, ქალაქ ოსტინში მოხდა.

დაშავებულები ოსტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავარიის მიზეზების დასადგენად, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს იმის დადგენას, თუ რა მოხდა.

 

დღის ამბები