14 მარტი 2025,   20:44
ვრცლად
"მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას" - ფსიქიატრი

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ის ახალი ჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

"ნარკოდამოკიდებულება აზიანებს ადამიანში სხეულს, მის ქცევებს, უნარებს, ფსიქიკას, რწმენებს, ფასეულობებს. ვიტყვი, რომ მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშებია. ახლა გაძლევს რელაქსაციას, გაძინებს, მაგრამ, გრძელ ვადაში, გინადგურებს ფსიქიკას, აგრესიული ხდები, პიროვნულ აშლილობებს იწვევს,"- აცხადებს ფსიქიატრი, სარეაბილიტაციო ცენტრ "მებას" დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.

დღის ამბები