10 იანვარი 2025,   18:50
ვრცლად
თვითმფრინავი აფრენიდან 45 წუთში ავარიულად დაეშვა - შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა

ავსტრალიაში, Qantas-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა აფრენიდან 45 წუთში ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინფორმაციას dailymailი ავრცელებს.

რეისი QF1613- ჯერალდტონის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე აფრინდა და ტექნიკური ხარვეზის გამო, 45 წუთში ავარიული დაშვება განახორციელა.

კაპიტნის განცხადებით, თვითმფრინავის მარცხენა მხარეს ვიბრაცია შეინიშნებოდა, რაც საყურადღებო იყო და აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც მგზავრები განმარტავენ, "სიტუაცია ძალიან სტრესული იყო".

ავიაკომპანია Qantas-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავს მცირე ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ექსპლუატაციაში დაბრუნების ნებართვის გაცემამდე შესაბამის შემოწმებას გაივლის.

 

დღის ამბები