10 იანვარი 2025,   19:01
ვრცლად
დატოვებს თუ არა სასამართლო დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმის სასამართლო განხილვა საქალაქო სამასამრთლოში უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე დღეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატები სასამართლოს გირაოს სთავაზობენ, პროკურატურა კი პატიმრობას ითხოვს.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუმცა მისივე განცხადებით, ალტერნატივის სახით, სასამართლოს სიმბოლურად 1000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რასაც ბრალდებულებმა თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეუშალონ. ამასთან, ბრალდების მხარემ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა.

სხდომას ესწრებიან თავად დაკავებულები. 

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

 

 

დღის ამბები