09 იანვარი 2025,   22:09
ვრცლად
"გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია" - მაიკ უოლცი

გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, - აცხადებს მაიკ უოლცი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე განიხილება.

"საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ცდილობს, არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა", - განაცხადა უოლცმა.

მანამდე, ტრამპმა პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებაზე ისაუბრა.

დღის ამბები