თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, დღესაც შეიკრიბა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საქართველოში ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, გარდა ამის,მოთხოვნებში რჩება აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, საზოგადოებრივის ტრანსპორტის გადაადგილდება შეზღუდულია. დემონსტრაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი რჩება. ტერიტორიაზე არ გამოჩენილან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.