გერმანიაში, "რამშტაინის" ფორმატში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის 500-მილიონიან პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც ბოლო იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.
50 მოკავშირისგან შემდგარი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, 2022 წელს ლოიდ ოსტინის ინიციატივით შეიქმნა. თავდაცვის მინისტრები "რამშტაინის" საჰაერო ბაზაზე ოცდამეხუთედ იკრიბებიან.