09 იანვარი 2025,   21:45
ვრცლად
საქართველოში გლოვის დღეა - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

დღეს გლოვის დღეა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, ასევე - ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.

5 იანვარს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ დღეს დაკრძალავენ.

დღის ამბები