08 იანვარი 2025,   13:01
ვრცლად
"თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის" -  ირაკლი კობახიძე

თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე მაკრონმა საქართველო ახსენა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქმედებებზე და ამ კონტექსტში მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მაკრონმა თქვა, რომ ბოლო წლებში კრემლი ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ.

დღის ამბები