თბილისის მერი კახა კალაძე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო.
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს", - წერს კახა კალაძე.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა.