26 დეკემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო" - მომღერალი ზაზა მამალაძე

ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ზაზა მამალაძე წერს.

"ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო. ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმზე და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს. მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ფაშიზმზე უარესია, ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ. გადაგვარების ახალი გზა მოუფიქრებიათ თუ რა უბედურება ხდება???!!!" - წერს ტრიო "თბილისის" წევრი, მომღერალი ზაზა მამალაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები