12 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
"კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ და ჩართულნი არიან კორუფციაში" - მელანი ჯოლი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.

ეს განცხადება მან რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით ამ 3 ქვეყნის მაგალითს (ბალტიისპირეთის ქვეყნების) და ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევებში, ასევე - კორუფციაში", - აცხადებს ჯოლი.

მისივე თქმით, ის ამ საკითხზე, უახლოეს დღეებში, უფრო მეტს ისაუბრებს.

დღის ამბები