27 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

53 წლის მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი - 2024 წლის 20 მარტიდან - პარტია "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. მისი წარმატებული სპორტული კარიერა 1990 წლიდან დაიწყო.

1988–1995 წლებში იყო "დინამო თბილისის" ფეხბურთელი, 1995–1997 წლებში - "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი; თამაშობდა გრასჰოფერში და ციურიხში.

2009 წლიდან - საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.

მიხეილ ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

დღის ამბები