21 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
"იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა, უნდა შევეცადოთ, რომ მთლიანად გადავკეტოთ ქალაქი" - გიორგი ქადაგიძე

"იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა, უნდა შევეცადოთ, რომ მთლიანად გადავკეტოთ ქალაქი, პარალიზება გავაკეთოთ"- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს:

"ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავი ფაშად გამოცხადა, ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი გააუქმა, საბოლო ჯამში, არჩევნებიც და ცდილობს, დააფუძნოს შუასაუკუნოვანი დინასტია. გვუბნება, რომ ეს ხალხი რისთვისაც იბრძვის, ევროპული მომავლისთვის, რომელიც ასე ახლოსაა, ისიც არ გექნებათ და თავისი უწიგნური მარიონეტების მეშვეობით, რაღაც გზავნილები გამოშვებას აგრძელებს.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ქვეყნის უდიდესი ნაწილი ვიბრძოლებთ ბოლომდე, იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა, უნდა შევეცადოთ, რომ მთლიანად გადავკეტოთ ქალაქი, პარალიზება გავაკეთოთ, როდესაც ისინი შეეცდებიან არალეგიტიმური პარლამენტის სხდომის ჩანიშვნას. საბოლოოდ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დიქტატორი ემხობა ძალიან სწრაფად. ივანიშვილი დგას 2-3 ათასი სამართალდამცველით და უნდა გვესმოდეს, რომ თუ მას შეუძლია ქვეყანას დაეპატრონოს და ჩვენ ისტორიულ არჩევნას ეთამაშოს, მაშინ ჩვენ არ ვართ ღირსი საკუთარი სახელმწიფო გვქონდეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ამის ღირსი ვართ ძალიან მალე დავუმტკიცებთ ივანიშვილსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც," - აცხადებს გიორგი ქადაგიძე. 

 

დღის ამბები